LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის საკრებულომ დედაქალაქის 2024 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა

148
ბიუჯეტი

თბილისის საკრებულომ დღევანდელ სხდომაზე დედაქალაქის 2024 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა და თბილისის მერის კახა კალაძის 2023 წლის საქმიანობის ანგარიში მოისმინა.

2024 წლის თბილისის მთავარი ფინანსური დოკუმენტის მოცულობა  1 763 354 000 ლარით განისაზღვრა, რაც 2023 წლის ბიუჯეტთან შედარებით 131 მლნ ლარით მეტია.

2024 წლის ბიუჯეტით ასიგნებები შემდეგ პრიორიტეტებზე მიიმართება:

სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობა; ინფრასტრუქტურის ობიექტების მშენებლობა, ექსპლუატაცია და ავარიული შენობების გამაგრება/ჩანაცვლება; ეკოლოგიური მდგომარეობის შენარჩუნება და გაუმჯობესება; ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა; ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარება; ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა; განათლება; კულტურა, სპორტი და ახალგაზრდობა; საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g