თბილისის საკრებულოს თავმჯდომარედ კვლავ ზურაბ აბაშიძე აირჩიეს. მის კანდიდატურას მერვე მოწვევის საკრებულომ 45 ხმით სამის წინააღმდეგ დაუჭირა მხარი.
ზურაბ აბაშიძე თბილისის მუნიციპალიტეტის წინა, მეშვიდე მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე იყო, თუმცა, მას შემდეგ, რაც გიორგი ტყემალაძემ თბილისის ვიცე-მერის პოსტი დაიკავა, ის საკრებულოს თავმჯდომარედ აირჩიეს.
მერვე მოწვევის პირველი სხდომა კი თბილისის საკრებულოში ამ წუთებში მიმდინარეობს.
საკრებულოს პირველ სხდომას ოპოზიციის წარმომადგენლებიც ესწრებიან. კერძოდ, „გირჩის“ ორი წევრი, გიორგი გვენეტაძე და დავით ფანჯიკიძე, „ძლიერი საქართველო – ლელოს“ ორი წევრი – ვახტანგ სურგულაძე, ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი და „კონსერვატორები საქართველოსთვის“ ერთი წევრი, გიორგი ქარდავა.
 
				 
															
 
															 
 
 
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
 