LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის საკრებულოს სხდომა ფრაქცია “ნაცმოძრაობის” წევრებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს

sakrebulo

დედაქალაქის საკრებულოს დღევანდელ სხდომას ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა ბოიკოტი გამოუცხადეს და დატოვეს. როგორც დეპუტატმა ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, ბოიკოტი საპრეზიდენტო არჩევნებს უკავშირდება, რადგან მისი თქმით, “ქართულმა ოცნებამ” კრიმინალებთან ერთად, თბილისელებს არჩევანი მოპარა.

“ამ ადამიანებმა მოსახლეობას არჩევანი მოპარეს. ჩვენ კარგად ვიცით, რომ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში ზეწოლა იყო და ათობით დირექტორია მოხსნილი პირველი ტურის შემდეგ. ასევე ზეწოლა იყო “თბილსერვის ჯგუფში”, სადაც მეეზოვეებს აიძულებდნენ, რომ სალომე ზურაბიშვილისთვის მიეცათ ხმა. ასევე მნიშვნელოვანია, რომ მთელ საარჩევნო კამპანიაში ჩართულები იყვნენ დეპუტატები, კრიმინალები,” – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

პოპულალურები