LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარედ გიორგი ტყემალაძე აირჩიეს

66
444

თბილისის მე-7 მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარედ ვაკის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ტყემალაძე აირჩიეს. სხდომას 43 დეპუტატი ესწრება, რომელთაგანაც 27-მა მას მხარი დაუჭირა, 1-მა დეპუტატმა თავი შეიკავა, ერთი კი წინააღმდეგი იყო.

თბილისის მეშვიდე მოწვევის საკრებულოს შემადგენლობა უფლებამოსილების შესრულებას შეუდგა.

საკრებულოს შემადგელობის უმრავლესობას „ქართული ოცნება“ 29 დეპუტატით წარმოადგენს, დანარჩენი 21 დეპუტატი კი ოპოზიციური პარტიებიდანაა. მათ შორის, 13 დეპუტატი „ნაციონალური მოძრაობიდან“, 4 პარტია „საქართველოსთვის“, 2 „ლელოდან“, ერთი კი ანა დოლიძის პარტია „ხალხისთვის“ წარმომადგენელია.

ცნობისთვის, თბილისის საკრებულოს სხდომა ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს. ისინი ახალი საკრებულოს პირველ სხდომაზე დღეს, ბათუმში გარდაცვლილი დეპუტატის, ნუგზარ ფუტკარაძის გამოსახულებიანი მაისურებით მივიდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები