LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის სამ რაიონში ხვალ ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება

72

 

სხვადასხვა სამუშაოების გამო ხვალ თბილისის სამ რაიონში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.

საბურთალოს რაიონში ავარიის პრევენციის მიზნით 10 საათიდან 17 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება დღოებით შეუწყდებათ თამარაშვილის და კარტოზიას ქუჩების მაცხოვრებლებს (519 აბონენტს);  11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება ბუდაპეშტის ქუჩის მაცხოვრებლებს (161 აბონენტს); 12 საათიდან 16 საათამდე კი შეიზღუდება ჩიქოვანის, ბალანჩივაძის და ახალშენის ქუჩების მაცხოვრებლების (629 აბონენტს) ელექტრომომარაგება.

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო 10 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება, აგრეთვე, დიღმის სასწავლო მეურნეობის, აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კილომეტრის და აგრარული უნივერსიტეტის დასახლების მაცხოვრებლებს (705 აბონენტს).

 

გლდანის რაიონში ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეიზღუდება სარაჯიშვილის, კრუპსკაიას, მიხაკო წერეთლის, ფოცხიშვილის, რიონის, ულიანოვის, ანდრონიკაშვილის, კაჭარავას მე-5 ქუჩის და ჭედიას ქუჩების მაცხოვრებლების (645 აბონენტს) ელექტრომომარაგება.

 მთაწმინდის რაიონში ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო 11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება რუსთაველის გამზირის, ალ. ჭავჭავაძის და გრიბოედოვის ქუჩების მაცხოვრებლებს (527 აბონენტს).

 

 

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო.  სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები