LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის საქალაქო სასამართლოში მომხდარ ინციდენტზე გამოძიება დაიწყო – დაკავებულია ერთი პირი

შსს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისის საქალაქო სასამართლოში მომხდარ ინციდენტზე გამოძიება დაიწყო – დაკავებულია 1 პირი. უწყებამ თბილისის საქალაქო სასამართლოს სხდომათა
დარბაზში მომხდარ ინციდენტზე, კერძოდ, სამართალწარმოების მონაწილის მიმართ უპატივცემულობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. დაკავებულია 1995 წელს დაბადებული ლ.ბ.

დღეს საქალაქო სასამართლოში ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით განაჩენის გამოცხადებას დარბაზში ხმაური მოჰყვა. პროცესზე მყოფმა ერთ-ერთმა მოქალაქემ, 1995 წელს დაბადებულმა ლ.ბ. სანთებელა ისროლა, რომელიც პროკურორ დავით ნეფარიძეს შუბლის არეში მოხვდა და დაზიანება მიაყენა.

“მანდატურებმა ლ. ბ. სასამართლოს ეზოში შეაჩერეს.  პირი პოლიციამ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოში გადაიყვანა. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც სასამართლოს უპატივცემულობას გულისხმობს,” – წერია შსს-ს განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები