LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის შემოვლითი გზის და ნატახტარი-ჟინვალის მონაკვეთის პროექტირება იწყება

255

თბილისის შემოვლითი გზის 55-კილომეტრიანი მონაკვეთისა და ნატახტარი-ჟინვალის 28-კილომეტრიანი მონაკვეთის პროექტირება იწყება, – ალტერნატიული ჩქაროსნული მაგისტრალის შესახებ, რომელიც ქალაქს მნიშვნელოვნად განტვირთავს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა.

გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ეს, ამავდროულად, იქნება მლეთა-კობის მონაკვეთისკენ მიმავალი ჩქაროსნული გზის დასაწყისი, რაც ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის სრულად განხორციელებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია.

გზის პროექტირება 15 თვეში დასრულდება, რის შემდეგაც მშენებლობა დაიწყება.

„დღეს უკვე პროექტირებისა და დიზაინის მომზადების პროცესშია ძალიან ბევრი პროექტი. მოგეხსენებათ, წელს ჩვენი ინფრასტრუქტურული ხარჯები მნიშვნელოვნად გაიზარდა. მომავალ წელს შარშანდელი მონაცემების თითქმის გაორმაგება იგეგმება და ვფიქრობთ, ეს მოიტანს ძალიან მნიშვნელოვან ეფექტს, როგორც ეკონომიკური ზრდის, ასევე დასაქმების კუთხით. მომავალი წლის გაზაფხულიდან ერთდროულად ჩაირთვება ძალიან ბევრი პროექტის მშენებლობა, რაც ძალიან დაეტყობა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას”, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

magti 5g