LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის სიმფონიური ორკესტრის წარმატება გერმანიაში

341

წელს  საქართველო  ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე  სტუმარი ქვეყნის სტატუსით არის წარმოდგენილი, მისი კულტურული პროგრამის ფარგლებში, ქართული კულტურის პოპულარიზაციის მიზნით, გერმანიის სხვადასხვა ქალაქში არაერთი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი და ღირებული პროექტი წარადგინეს.

26 სექტემბერს, ბერლინის ფილარმონიის დიდი ტრადიციების მქონე დარბაზის სცენაზე, თბილისის სიმფონიურ ორკესტრის გვერდით, მაესტრო ვახტანგ კახიძის დირიჟორობით,  მაყურებლის წინაშე წარდგნენ ქართველი ვოკალისტები: იანო ალიბეგაშვილი, ნინო მაჩაიძე, ქეთევან ქემოკლიძე, ნუცა ზაქაიძე, ბადრი მაისურაძე,  გია ონიანი, მიხეილ ქირია და  რამაზ ჩიკვილაძე. კონცერტში შესრულდა ჯ.ვერდის, გ.დონიცეტის, ვ.ბელინის, ა.დვორჟაკის, ჯ.პუჩინის, პ.მასკანის, ფ.ჩილეას ნაწარმოებები.

27 სექტემბერს კი ქალაქ პოტსდამის გამორჩეულ საკონცერტო დარბაზ ნიკოლაისაალის სცენაზე თბილისის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად წარდგა პიანისტი დუდანა მაზმანიშვილი, რომელმაც პარალელურად, როგორც გერმანიაში საქართველოს საელჩოს კულტურის ატაშემ ძალიან დიდი შრომა გასწია აღნიშნული გასტროლების სრულყოფისათვის. კონცერტში წარმოდგენილი იყო ბეთჰოვენის N3 საფორტეპიანო კონცერტი და ა.დვორჟაკის N9 სიმფონია.

ღონისძიებების გამართვაში ჯანსუღ კახიძის მუსიკალურ ცენტრს დახმარება გაუწიეს: საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ და საქართველოს საელჩომ გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში.

შეგახსენებთ, რომ ჯ.კახიძის თბილისის მუსიკალურ- კულტურულ ცენტრში გრძელდება ფესტივალი „შემოდგომის თბილისი“, რომლის ფარგლებშიც 15 ოქტომბრის ჩათვლით მრავალფეროვანი საკონცერტო პროგრამა გელით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები