LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის თოჯინების სახელმწიფო თეატრი საგასტროლო ტურნეში მიემგზავრება

212
gastrolinews345

პროექტი საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო მხარდაჭერით ხორციელდება. ჭიათურა, ტყიბული, ლიხაური, ურეკი, ნატანები, ხელვაჩაური, სუფსა, ლანჩხუთი, ჩოხატაური, ვარიანი და ტყვიავი – ეს ის ადგილებია, სადაც ბავშვებს თბილისის თოჯინების თეატრის წარმოდგენის „დედა ენა“  ნახვის საშუალება ექნება.

ნიკოლოზ საბაშვილი (თბილისის თოჯნების თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი):

„საგასტროლო ტურნე 1-ელ აგვისტოს დაიწყება და 10 დღის განმავლობაში გაგრძელდება. ამ შემთხვევაში ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო არა დიდ ქალაქებსა და მათ თეატრებში ჩასვლა, არამედ უმთავრესად, ისეთ სოფლებში, სადაც ბავშვებისთვის და მათი მშობლებისთვის შემოქმედება და კონკრეტულად თეატრი ნაკლებად ხელმისაწვდომია.

წარმოვადგენთ სპექტაკლს „დედა ენა“.  ვინაიდან გასტროლზე ეს სპექტაკლი გაგვაქვს, ერთ -ერთი ადგილი, სადაც მას გავითამაშებთ, იაკობ გოგებაშვილის სახ-მუზეუმშიცაა. ეს სპექტაკლი არის ერთგვარი თავგადასავალი „დედა ენის“ სამყაროში, სადაც სცენაზე „ცოცხლდებიან“ თოჯინები, საგნები, წიგნი, ასო-ბგერები. სანახაობრივად ფერადი და ლამაზი წარმოდგენაა, კარგი მუსიკალური ჰანგებით. ვფიქრობ, სკოლამდელი ასაკის ბავშვებს ანბანის სწავლის ინტერესს უღვივებს, ხოლო იმ მოსწავლეებს, ვინც სკოლაში პროგრამულად გადის „დედა ენას”, ნასწავლის განმტკიცებაში ეხმარება.

დიდი იმედი მაქვს, ჩვენი რეგიონული გასტროლით პატარებსა და მათ მშობლებს ცოტათი მაინც გავუხალისებთ პანდემიისგან გამოწვეულ მძიმე და დამთრგუნველ რეალობას“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები