LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის თოჯინების თეატრის სცენაზე იაკობ გოგებაშვილის „დედა ენა“  დაიდგა   

670
dedasenanewsss

თბილისის  თოჯინების  სახელმწიფო  პროფესიული  თეატრის  სამხატვრო ხელმძღვანელმა ნიკოლოზ საბაშვილმა სპექტაკლი „დედა ენა“ დადგა. პრემიერა 26 თებერვალს, საღამოს 8 საათზე გაიმართება. წარმოდგენა იაკობ გოგებაშვილის ცნობილი  ნაწარმოების  მიხედვითაა  შექმნილი.  ნაბიჯ-ნაბიჯ  მიჰყვება  და ვიზუალურად აცოცხლებს ქართულ ანბანს თუ დედა ენის ყველასათვის საყვარელ პერსონაჟებს.

„დედა  ენა“  შემეცნებითი  ხასიათის,  სცენურად  ორიგინალური  სურათებით გამორჩეული  სპექტაკლია.  სიუჟეტი  პატარა  ბიჭუნას  ირგვლივ  ვითარდება, რომელიც  სკოლაში  პირველად  წასვლის  წინ  ღელავს  და  ვერ  იძინებს.  დაძინების შემდეგ კი იწყება ჯადოსნური სიზმარი – გაცოცხლებული „დედა ენა“ აფრქვევს და აფრქვევს ანბანს. ანბანი წვიმს, ანბანი თოვს, ანბანი გალობს!..

როგორც  ნიკოლოზ  საბაშვილი  აღნიშნავს:  „ეს  არის  ერთგვარი  თავგადასავალი დედა ენის ჯადოსნურ სამყაროში, რომელიც სკოლამდელი ასაკის ბავშვებს ანბანის სწავლის  ინტერესს  გაუღვივებს,  ხოლო  სკოლის  მოსწავლეებს  დაეხმარება  უკვე ნასწავლის უკეთესად აღქმაში.“  დედა  ენის  მნიშვნელობა  იმდენად  საინტერესო  მხატვრული  მიგნებებითაა გადმოცემული, რომ ბავშვს ანბანის შესწავლას,  „დედა ენის“ წაკითხვის სურვილს გაუღვიძებს.  წარმოდგენის  მხატვრული  და  შემეცნებითი  დონით  უფროსებიც ისიამოვნებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები