LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძარი: „ასე იქცეოდნენ ეკლესიის მტრები და ღვთისმგმობლები ხატმებრძოლეობის და კომუნისტების პერიოდში, ინგრეოდა ტაძრები და წვავდნენ ხატებს“

341
აქცია რუსთაველის გამზირზე

თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძარი ავრცელებს განცხადებას, რომელშიც აღნიშნავს, რომ რუსთაველზე აქციის მონაწილეების მიერ იესო ქრისტეს გამოსახულებით კუბოს დაწვა არის საშინელი ღვთისგმობა და ნებსით თუ უნებლიეთ ეშმაკის მსახურება.

„გვინდა გამოვეხმაუროთ რუსთაველზე, აქციის მიმდინარეობისას, მომხდარ შემზარავ ფაქტს. ახალგაზრდებმა გამოიტანეს და დაწვეს კუბო, რომელზეც გამოხატული იყო უფალი ჩვენი იესო ქრისტე. 

მამუკა მდინარაძე: „მაცხოვრის გამოსახულებით იყიდეს კუბო სპეციალურად, ადგნენ და  დაწვეს. რატომ ხდება ეს?! – იმიტომ, რომ ხაზი გაუსვან ანტიეკლესიურ, ანტიქრისტიანულ დამოკიდებულებას“

მდინარაძის განცხადებით, მაცხოვრის გამოსახულებით კუბოს დაწვა სწორედ იმიტომ მოხდა, რომ ხაზი გაუსვან ანტიეკლესიურ, ანტიქრისტიანულ დამოკიდებულებას.

მართლმადიდებელი ეკლესია ემზადება ქრისტეშობის დღესასწაულისთვის, რაც გულისხმობს ჩვენი გულების განწმენდას, რათა მასში იშვას უფალი. მომხდარი კი არის საშინელი ღვთისგმობა და ნებსით თუ უნებლიეთ ეშმაკის მსახურება.

ასე იქცეოდნენ ეკლესიის მტრები და ღვთისმგმობლები ხატმებრძოლეობის და კომუნისტების პერიოდში, ინგრეოდა ტაძრები და წვავდნენ ხატებს. ახალგაზრდებს ვთხოვთ შეინანონ ეს გმობა და მიუხედავად დაძაბული ვითარებისა არ ჩამოშორდნენ  მაცხოვარს მსგავსი მიუღებელი ქმედებებით.“ – წერია განცხადებაში.

გვინდა გამოვეხმაუროთ რუსთაველზე, აქციის მიმდინარეობისას, მომხდარ შემზარავ ფაქტს. ახალგაზრდებმა გამოიტანეს და დაწვეს…

Posted by თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძარი on სამშაბათი, 10 დეკემბერი, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g