თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძარი სამძიმარს უცხადებს სტიქაროსან გიორგი გვაზავას ოჯახს. როგორც ტაძრის გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, პანაშვიდები გაიმართება დღეს და ხვალ, შუადღის 14:00 საათამდე, მისამართზე: მუხიანი, ალექსი გობრონიძის 25, ზ კორპუსი, პირველი სადარბაზო, მეორე სართული. გიორგი გვაზავას გადაასვენებენ ხვალ, 14 აგვისტოს, 14:00 საათზე, მის მშობლიურ სოფელში – მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგვაზაოში.
„დაკრძალვა შაბათს, 16 აგვისტოს 3 საათზე. მოიხსენიეთ ლოცვებში ახლადშესვენებული გოგიტა იგივე გიორგი“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.