LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის ყველა უბანში ცოფის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაციები ტარდება

64

თბილისის ყველა უბანში ცოფის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაციები ტარდება. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ვაქცინაცია წინასწარ განსაზღვრულ 60 ლოკაციაზე  მიმდინარეობს.

2 ვეტერინარისგან შემდგარი ჯგუფი თითო ლოკაციაზე 2-3 დღის განმავლობაში  დილის 9 საათიდან შუადღის 14 საათამდე იმუშავებს.  მოსახლეობას საშუალება ექნება მიიყვანოს საკუთრებაში მყოფი, ასევე მიკედლებული (ქუჩის) ძაღლი და კატა ცოფის საწინააღმდეგო  უფასო ვაქცინაციის ჩასატარებლად. ცხოველთა მეპატრონეებს ასევე დაურიგდებათ საინფორმაციო ლიფლეტები ცოფის დაავადების შესახებ.

ლოკაციების შესახებ ინფორმაცია იხილეთ აქ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g