თბილისის ზღვაში 15 წლის მოზარდი დაიხრჩო. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, გაკვეთილების შემდეგ სამი თანაკლასელი საბანაოდ წავიდა, რა დროსაც უბედური შემთხვევა მოხდა.
შსს-ს პრესსამსახურში განაცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.