თბილისის ზღვაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 1 ადამიანი ემსხვერპლა.
გავრცელებული ინფორმაციით, ერთმანეთს მსუბუქი და სატვირთო ავტომობილები შეეჯახნენ. გარდაიცვალა მსუბუქ ავტომობილში მჯდომი მგზავრი.
როგორც „ფორტუნას“ შსს-ში განუცხადეს გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
ფოტო: „ჩემი ქალაქი მკლავს”