LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის ზღვაზე და კუს ტბაზე წყლის ხარისხი შეამოწმეს

173
kustba

მაისში კუს ტბისა  და თბილისის ზღვის წყლის  ხარისხის შემოწმდა.

აღებულ სინჯებში 29 კომპონენტი განისაზღვრა, მათ შორის 26 ქიმიური და 3 მიკრობიოლოგიური პარამეტრი.

ჩატარებული ანალიზების შედეგების მიხედვით კუს ტბისა და თბილისის ზღვის სინჯებში ქიმიური და მიკრობიოლოგიური დაბინძურება არ დაფიქსირებულა.

პარამეტრზე კვლევები გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის, წყლისა და ნიადაგის ანალიზის ლაბორატორიაში განხორციელდა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები, საბანაო სეზონზე (მაისიდან სექტემბრის ჩათვლით), თბილისის ზღვაზე, კუს ტბასა და ლისის ტბაზე წყლის რეგულარული მონიტორინგის განხორციელებას აგრძელებენ.

ყოველთვიური კვლევების შედეგები განთავსებულია სააგენტოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.nea.gov.ge.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g