თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე მწვანე ქალაქის ასაშენებლად 100 მილიონ დოლარზე მეტის ინვესტიცია განხორციელდება. ამის შესახებ ”ფორტუნას” საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელმა დავით საგანელიძემ განუცხადა.
მისივე ინფორმაციით, ეკოლოგიური, მწვანე ენერგიაზე მომუშავე ქალაქის პროექტი თბილისის მერიასთან ერთად განიხილება.
”აღნიშნული პროექტი ეკუთვნის ქართულ–სლოვაკურ კომპანია „ჯინო გრიინ სითისს, რომელიც ძირითად ინვესტიციას განახორციელებს. თუმცა, აღნიშნულ პროექტში შესვლას გეგმავს საპარტნიორო ფონდი და ასევე ბრიტანულ–სლოვაკურ საინვესტიციო ჯგუფ InfraPartners Management-ი, რომელთანაც ჩვენ ურთიერთგაგების მემორანდუმი გავაფორმეთ. შესაბამისად, პროექტის განხორციელებაში ფინანსურ მონაწილეობას სამივე მხარე მიიღებს”, – აღნიშნა საგანელიძემ.
მისივე ინფორმაციით, ქალაქი საწყის ეტაპზე 150 ჰექტარზე განთავსდება, თუმცა სამომავლოდ, ფართობის გაზრდაც იგეგმება. რაც შეეხება ბინებს, ეს იქნება ვილების ტიპის დასახლება.
ცნობისთვის, საპარტნიორო ფონდმა ბრიტანულ–სლოვაკურ საინვესტიციო ჯგუფ InfraPartners Management-თან (IPM) ურთიერთგაგების მემორანდუმი 13 ივლისს გააფორმა. კომპანია , მწვანე ქალაქის გარდა, დაინტერესებულია ინვესტიციები განახორციელოს განახლებადი ენერგიების, ინფრასტრუქტურის და ეკონომიკის სხვა სექტორებში.