LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის ზოგიერთ ქუჩას ელექტრომომარაგება შეეზღუდება

51

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო ელექტრომომარაგება ხვალ დროებით შეიზღუდება.

როგორც ”ფორტუნას” ”თელასიდან” აცნობეს, დიდგორის რაიონში ავარიის პრევენციის მიზნით 12 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა კიკეთის მაცხოვრებლებს. 12 საათიდან 15 საათამდე – დაბა კოჯრის მაცხოვრებლებს.

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო გლდანის რაიონში 11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის I, II მიკრორაიონების, მუხიანის დასახლების და გობრონიძის ქუჩის მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონში 11 საათიდან 18  საათამდე შეზღუდვა შეეხება: ტერევერკოს და ლუბლიანას ქუჩების მაცხოვრებლებს.

ისანში ავარიის პრევენციის მიზნით 11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბოგდან ხმელნიცკის ქუჩის მაცხოვრებლებს.

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო საბურთალოს რაიონში 11  საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ დიღმის მაცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონში, აღრიცხვის კვანძის მოწესრიგების მიზნით 11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ერეკლე მეორის მოედნის, ყავლაშვილის, შავთელის, ჩახრუხაძის, ნიშნიანიძის და ავლევის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონშია 11 საათიდან 15 საათამდე ელექტრომომარაგება შეეზღუდება აგარის, სარკინეთის, აჭარის, მარუაშვილის, აფხაზეთის და ზაზიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი  დისკომფორტის  გამო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g