თბილისის ზოოპარკში ბერბერული მაკაკა დაიბადა. ზოოპარკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, როგორ ერთობიან ზოოპარკის ბინადრები ახალ ოჯახის ახალ წევრთან ერთად.
„ამჯერად ბერბერულმა მაკაკებმა გაგვიკეთეს საზაფხულო საჩუქარი და პატარა, დაჭყანული მაკაკუნა მოავლინეს ქვეყანას. ალბათ არ გეწყინებათ, თუ გეტყვით, რომ მაიმუნები ბევრი რაღაცით გვგვანან ადამიანებს. მაგალითად, მაკაკებიც ზუსტად ისე იქცევიან, როგორც ჩვენ, ახლობელი რომ იმშობიარებს და დიდი ზარ-ზეიმით გავეშურებით-ხოლმე ახალშობილის მოსანახულებლად. რას აკეთებენ? შექუჩდებიან, მიუცუცქდებიან და გულდასმით იკვლევენ ჯგუფის ახალ წევრს. ათვალიერებენ, თათებით სინჯავენ და სავარაუდოდ, თავის ენაზე უწუ-პუწუებს და ტანკლი-ტუნკლებსაც ეუბნებიან. მშობლები მნახველებს დიდსულოვნად აძლევენ შვილის მიალერსების საშუალებას, მაგრამ თან მკაცრად აკონტროლებენ სიტუაციას. შემთხვევით თუ ვინმეს ზედმეტი მოუვიდა და წამოაკივლაპატარა, გემრიელად ჩააფეთებენ გათამამებულ სტუმარს, ნუ აწუხებო“ – წერია თბილისის ზოოპარკის მიერ გავრცელებულ პოსტში.