LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის ზოოპარკში ზებრა დაიბადა (ფოტო)

664
zebra-news-18

თბილისის ზოოპარკის ოფიციალურ „ფეისბუქ“-გვერდი ავრცელებს ინფორმაციას, რომ იქ ზებრა დაიბადა.

გთავაზობთ სტატუსს:

„ცხვა, ცხვა, ცხვა და ზოოპარკის კარგი ამბების საცხობში კიდევ ერთი ტკბილი სიახლე გამოცხვა.

ამჯერად – ზებრა.

დასდევს დედას, დედა კი, ძაან რომ არ ცხელოდეს, ვიტყოდით, ცივ ნიავს არ აკარებსო, მაგრამ სადაა აბა, ცივი ნიავი? მოკლედ, დედა ცხელ ნიავს არ აკარებს და მონდომებით იცავს მამრი ზებრისგან, რომელიც მამობრივი მზრუნველობით არ გამოირჩევა. იმიტომ კი არა, რომ უგვანი მამა გამოდგა. უბრალოდ, მამრი ზებრები, ზოგადად, უგვანი მამები არიან და დიდად არ ანაღვლებთ შვილების ბედი.

ნუ მიბაძავთ მამრ ზებრებს. მიბაძეთ მდედრ ზებრებს და შემოგვიარეთ ზოოპარკში ახალშობილის მოსანახულებლად“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები