LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისისა და ბათუმის აეროპორტებს „აეროპორტების ჯანმრთელობის აკრედიტაციის“ სერტიფიკატი მიენიჭა

144
ქუთაისის-აეროპორტი-

თბილისის საერთაშორისო აეროპორტს მესამედ, ხოლო ბათუმის საერთაშორისო აეროპორტს – მეორედ, ACI-ის „აეროპორტების ჯანმრთელობის აკრედიტაციის“ სერტიფიკატი მიენიჭა.

აეროპორტების ჯანმრთელობის აკრედიტაციის სერტიფიკატი, რომელსაც აეროპორტების საერთაშორისო საბჭო (ACI) გასცემს, აეროპორტში დანერგილი ჯანმრთელობის ზომებისა და პროცედურების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის აღიარებაა.

“აეროპორტების საერთაშორისო საბჭოს (ACI) აეროპორტების ჯანმრთელობის აკრედიტაციის პროგრამა ადასტურებს, რომ თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში ACI-სა და ICAO-ს რეკომენდაციების შესაბამისად, მგზავრებისთვის უზრუნველყოფილია უსაფრთხო გარემო”, – აცხადებენ “ტავ ჯორჯიაში”.