ქართული ავიაკომპანია Georgian Airways ლარნაკა-თბილისის მიმართულებაზე სპეცრეისს განახორციელებს. ინფორმაციას კვიპროსში საქართველოს საელჩო ავრცელებს.
„გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 11 სექტემბერს შესრულდება კვიპროსის რესპუბლიკის საიმიგრაციო სამსახურის მიერ ორგანიზებული სპეცრეისი ლარნაკა-თბილისის მიმართულებით. რეისს შეასრულებს ავიაკომპანია „საქართველოს ავიახაზები“. გამგზავრების დრო: 21:10 სთ კვიპროსის დროით. ჩაფრენის დრო: 00:20 სთ საქართველოს დროით“, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.
მათივე ცნობით, რეისზე რეგისტრაციისა და დეტალური ინფორმაციისთვის, უნდა მიმართოთ კვიპროსის რესპუბლიკის საიმიგრაციო სამსახურს:
მის.: ქ. ნიქოზია: Agamemnonos 6, Engomi
ქ. ლიმასოლი: Franklin Roosevelt 223
ქ. პაფოსი: Eleftheriou Venizelou 8
ტელ.: +357 97774116