რამდენიმე წლის წინ მომღერალი მარიამ ელიეშვილი ბიზნესმენ გიორგი მჭედლიშვილზე გათხოვდა და ამერიკაში გადავიდა საცხოვრებლად. მათი შვილი, საბაც სწორედ იქ დაიბადა.
საბა საქართველოში არ იყო ნამყოფი. დედა სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებდა ფოტოებს, სადაც საბა ქართულ სამოსში იყო გამოწყობილი. ამჯერად კი დედა-შვილი თბილისში მოემგზავრებიან.
„თბილისისკენ“, – წერს მარიამ ელიეშვილი და სოციალურ ქსელში შვილთან ერთად გადაღებულ ფოტოს გვიზიარებს.
„ბედნიერი მგზავრობა“, „საბა, ჩემო სიყვარულო ბედნიერები გამყოფოთ უფალმა“, – წერენ ფოტოს კომენტარებში.
