„თბილისობა 2022“-თან დაკავშირებით, ევროპის მოედნის მიმდებარედ სატრანსპორტო გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდა.
თბილისის მერიის ცნობით, შეზღუდვა 30 სექტემბრის ჩათვლით იმოქმედებს.
ამასთან, ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ მოცემულ პერიოდში, ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდული იქნება მეტეხის ხიდიდან მეტეხის აღმართის მიმართულებით, მეტეხის აღმართიდან ევროპის მოედნის მიმართულებით კი, მძროლები მოძრაობას შეძლებენ მხოლოდ ერთ ზოლში.
აღნიშნული ცვლილება საზოგადოებრივ ტრანსპორტზე არ გავრცელდება.