„თბილისობა 2023-ი” გრძელდება. რიყის პარკში, აბანოთუბანსა და ორბელიანის მოედანზე სახალხო ზეიმისთვის მოწყობილი სხვადასხვა სივრცე სტუმრებს მრავალფეროვანი პროგრამაა წარმოდგენილი.
დღეს ტკბილეულის ფესტივალთან ერთად დაგეგმილია საბავშვო კონცერტები. მსმენელის წინაშე წარდგებიან მუსიკალური შემსრულებლები და ბენდები. თბილისობის დღესასწაულს დღის ბოლოს გალა კონცერტი დაასრულებს.
აღსანიშნავია, რომ დღეს მაყურებლებს შესაძლებლობა ექნებათ ნახონ ცნობილი მიუზიკლი “მამა მია”.
დღეს, საღამოს 9 საათზე ორბელიანის ქუჩაზე იქნება დავით მაზანაშვილის ბენდის და არაჩვეულებრივი ქართველი არტისტების კონცერტები.