LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისობის დღესასწაულზე მამუკა ბახტაძეს და კახა კალაძეს მათივე კარიკატურები გადასცეს

129

დედაქალაქში თბილისობის აღსანიშნავი ღონისძიებები დილიდან მიმდინარეობს.

ღონისძიებები ხუთ ადგილას იმართება.

რიყის პარკში მოსულ სტუმრებს „გარდენია შევარდნაძის“ მასშტაბური ინსტალაცია დახვდათ. აქ ასევე მოწყობილია საბავშვო სივრცეები, არიან ანიმატორები. წარმოდგენილია 50 მეწარმე და ასევე ტარდება კულინარიული ფესტივალი.

რიყის პარკში იმართება ასევე მანქანების გამოფენა, 14:00 საათიდან 19:30 საათამდე სცენაზე ქართული ესტრადის ვარსკვლავები წარდგებიან. გარდა ამისა, სტუმრებს ქუჩის მუსიკოსების მოსმენის საშუალებაც აქვთ.

დღეს 20:00 საათზე „თბილისური ვოდევილის“ პრემიერა გაიმართება.

ცოტა ხნის წინ რიყეზის პარკში საქართველოს პრემიერ მინისტრი მამუკა ბახტაძე და დედაქალაქის მერი კახა კალაძე მივიდნენ. მხატვრებმა მათ სამახსოვროდ მათივე კარიკატურები გადასცეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები