თბილისმა შესაძლოა ევროპის ლიგის ფინალს უმასპინძლოს. ამის შესახებ ინფორმაცია უეფამ გამოაქვეყნა და პრეტედენტი ქალაქები ჩამოწერა.
ჩვენ დედაქალაქს ორი კონკურენტი ყავს: ვენა და სევილია. ცხადია ამ ქალაქებში მშვენიერი არენებია და ქალაქებსაც არაფერი დაეწუნებათ, თუმცა უეფას პოლიტიკის გამო შანსი ნამდვილად არის.
საუბარია 2021 წლის საკლუბო ტურნირების ფინალების მასპინძლობაზე. წინადადების შეტანა 28 სექტემბრიდან 26 ოქტომბრამდე ხდებოდა. მასპინძლობის სურვილი 11-მა ქვეყანამ წარადგინა. საბოლოო წინადადებების წარდგენის ბოლო ვადა 15 თებერვალია. უეფას აღმასრულებელი კომიტეტი 2019 წლის მაისში ან ივნისში შეიკრიბება და მასპინძლებს იქ იტყვის.
უეფას ოთხივე ტურნირის, ფინალური მატჩების მასპინძლობის კანდიდატები:
ჩემპიონთა ლიგა
გერმანია, „მიუნხენ არენა“
რუსეთი, სტადიონი „სანკტ-პეტერბურგი“
ევროპის ლიგა
ავსტრია, ვენის „ერნსტ ჰეპელი“
საქართველო, „დინამო-არენა“
ესპანეთი, სევილია (სტადიონი დაზუსტებული არ არის)
უეფას სუპერთასი
ბელარუსი, მინსკის „დინამოს“ სტადიონი
ფინეთი, ჰელსინკის ოლიმპიური სტადიონი
ჩრდილოეთ ირლანდია, ბელფასტი, „უინძორ პარკი“
უკრაინა, ხარკოვის „მეტალისტის“ სტადიონი
ქალთა ჩემპიონთა ლიგა
ჩეხეთი, პრაღის „ედენ არენა“
შვედეთი, გიოტებორგის „გამლა ულევი“
შეგახსენებთ, თბილისმა 2015 წელს ევროპის სუპერთასს უმასპინძლა, როდესაც მესის „ბარსელონამ“ „სევილია“5:4 დაამარცხა.