თბილისის მერი, კახა კალაძე დედაქალაქის ყოფილი მერის და თბილისის საპატიო მოქალაქის, ნიკო ლეკიშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
კალაძის თქმით, თბილისს გამოაკლდა ადამიანი, რომელმაც თავისი საქმეებით ნათელი კვალი დატოვა დედაქალაქის ცხოვრებაში:
ნიკო ლეკიშვილი გარდაიცვალა
პარლამენტის სამი მოწვევის წევრი, სხვადასხვა დროს სახელმწიფო მაღალი თანამდებობის პირი, ნიკო ლეკიშვილი 77 წლის ასაკში გარდაიცვალა.
„ვწუხვარ თბილისის ყოფილი მერის, თბილისის საპატიო მოქალაქის, ნიკო ლეკიშვილის გარდაცვალების გამო. თბილისს გამოაკლდა ადამიანი, რომელმაც თავისი საქმეებით ნათელი კვალი დატოვა დედაქალაქის ცხოვრებაში.
ვიზიარებ ბატონი ნიკოს ოჯახის წევრების, ახლობლების, თბილისელების მწუხარებას“ – წერს კალაძე სოციალურ ქსელში.