თბილისში, 2021 წლის თებერვალში 2,733 ტრანზაქცია დაფიქსირდა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 4%-ით ჩამორჩება. colliers georgia – ს უძრავი ქონების ბაზრის მიმოხილვის თანახმად, რაც შეეხება ბაზრის ზომას, აქაც 4%-იანი კლება დაფიქსირდა და ჯამში 123 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.
2021 წლის თებერვალში, თბილისში ახალაშენებულ პროექტებში 1,869 ტრანზაქცია დარეგისტრირდა, რაც 2%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. აღნიშნული შესაძლოა დაკავშირებული იყოს ქალაქის მასშტაბით რამდენიმე მშენებარე საცხოვრებელი ობიექტის დასრულებასთან, რაც ჯამში დაახლოებით 200 ერთეულ ბინას მოიცავს. ძველ პროექტებში კი ტრანზაქციების რაოდენობა 7%-ით შემცირდა და 864 ერთეული შეადგინა.
2021 წლის თებერვალში, ახალაშენებეული ბინების ბაზრის ზომა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1%-ით შემცირდა და 87 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. რაც შეეხება ძველი ბინების ბაზრის ზომას, მაჩვენებელი 10%-ით, 36 მილიონ აშშ დოლარამდე შემცირდა.
ახალაშენებული ბინების ეკონომ სეგმენტი წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, უმნიშვნელოდ, 2%-ით გაიზარდა. რაც შეეხება მედიუმ და პრემიუმ სეგმენტებს, ტრანზაქციების რიცხვი 11%-ითა და 35%-ით დაეცა 2020 წლის თებერვლის მაჩვნებელთან შედარებით.
უძრავი ქონების ბაზარი შემცირდა ბათუმშიც – აქ 2021 წლის თებერვალში 688 ტრანზაქცია დაფიქსირდა, რაც 2020 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 16%-ით ჩამორჩება. რაც შეეხება ბაზრის ზომას, ჯამში 26 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა და ეს მაჩვენებელიც 16%-ით შემცირდა გასულ წელთან შედარებით. 2021 წლის თებერვალში, ბათუმში ახალაშენებულ პროექტებში 608 ტრანზაქცია დარეგისტრირდა, რაც 14%-ით ჩამორჩება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. რაც შეეხება ძველ პროექტებში განხორციელებული ტრანზაქციების რაოდენობას 31%-იანი ვარდნა დაფიქსირდა და მხოლოდ 80 ერთეული შეადგინა.
2021 წლის თებერვალში, ბათუმში ახალაშენებეული ბინების ბაზრის ზომა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 10%-ით შემცირდა და 24 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. რაც შეეხება ძველი ბინების ბაზრის ზომას, მაჩვენებელი თითქმის ორჯერ შემცირდა და მხოლოდ 3 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა
ახალაშენებული ბინების ეკონომ სეგმენტი წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, 10%-ით შემცირდა, ხოლო მედიუმ კატეგორიის ბინების რაოდენობა 30%-ით დაეცა. მეორეს მხრივ პოზიტიური ცვლილება მოხდა პრემიუმ სეგმენტზე, როდესაც მაჩვენებელი, უმნიშვნელოდ თუმცა მაინც გაიზარდა 10%-ით.