საქართველოს ავიაბაზარე შემოსვლისთვის, ქვეყნის მთავრობა პორტუგალიური ავიაკომპანია TAP Air Portugal-ის მენეჯმენტთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.
როგორც ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი ამბობს, ავიაკომპანია TAP Air Portugal-ის პრეზიდენტთან უკვე გამართა მოლაპარაკებები, პორტუგალიიდან საქართველოს მიმართულებით პირდაპირი რეისების დანიშვნასთან დაკავშირებით.
„დავიწყეთ მოლაპარაკება პორტუგალიიდან საქართველოს მიმართულებით პირდაპირი რეისების დანიშვნის შესაძლებლობაზე. საქართველოს ავიაციის სექტორის შთამბეჭდავი აღდგენის ტემპი და ტურიზმის სექტორის უდიდესი პოტენციალი – პოზიტიურ მოლოდინების გვიქმნის პირდაპირი რეისების დანიშვნის შესაძლებლობაზე”, – ამბობს მარიამ ქვრივიშვილი.
ცნობისთვის, საქართველოს პორტუგალიასთან პირდაპირი ავიამიმოსვლა აქამდე არასდროს ჰქონია.