LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისსა და ქვეყნის ზოგიერთ რაიონში ძლიერ ქარს ელიან – „პიკი 16-17 საათისთვის იქნება, ქარის მაქსიმალური სიჩქარე 20-25 მეტრი წამში“

188
ამინდის პროგნოზი

დღეს, 5 ნოემბერს, დედაქალაქსა და ქვეყნის ზოგიერთ რაიონში ქარის გაძლიერებაა მოსალოდნელი.

როგორც „ფორტუნასთან“ მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა დოდო გვაზავამ განაცხადა, პიკი მოსალოდნელია 16-17 საათისთვის, რის შემდეგაც ქარის სიძლიერე თანდათან დაიკლებს:

„ქრის ძლიერი ქარი. თანდათან გაძლიერდება, პიკი 16-17 საათისთვის იქნება, 17:00 საათიდან კი ქარის სიძლიერე თანდათან დაიკლებს და საღამოს ყველგან მკვეთრად შესუსტდება.

თბილისსა და ზოგიერთ რაიონში ქარის მაქსიმალური სიჩქარე 20-25 მეტრი წამში იქნება.

აეროპორტში უკვე ძლიერი ქარია – 19 მეტრი წამში, ველოდებით კიდევ უფრო მეტად გაძლიერებას.

6 ნოემბრიდან ქარი მოსალოდნელი აღარ არის“, – უთხრა „ფორტუნას“ დოდო გვაზავამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g