LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისსა და რუსთავში სიჩქარის კონტროლის ახალი ლოკაციები დაემატა

179
fxreukn1jgx8xtd

დედაქალაქსა და რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, საავტომობილო სიჩქარის კონტროლის 6 ახალი სექცია ამოქმედდა. განცხადებას შს სამინისტრო ავრცელებს.  ახალი სექციებიდან 2 თბილისსი, ხოლო 4 ქვემო ქართლის ტერიტორიაზეა განთავსებული.

1. თბილისი, ზემო ფონიჭალა – მარნეულის გზატკეცილის საავტომობილო გზის 1-ლი კილომეტრიდან მარნეულის გზატკეცილის საავტომობილო გზის მე-3 კილომეტრამდე (ლევან ღოღობერიძის ქუჩის კვეთამდე), ნებადართული სიჩქარეა 70 კმ/სთ;

2. თბილისი, ზემო ფონიჭალა – მარნეულის გზატკეცილის საავტომობილო გზის მე-3 კილომეტრიდან (ლევან ღოღობერიძის ქუჩის კვეთიდან) მარნეულის გზატკეცილის საავტომობილო გზის 1-ელ კილომეტრამდე, ნებადართული სიჩქარეა 70 კმ/სთ;

3. რუსთავი – თბილისი-წითელი ხიდის საავტომობილო გზის 21-ე კილომეტრისა და ნიკო ლომოურის ქუჩის კვეთიდან – ნიკო ლომოურის ქუჩის N1-მდე (შოთა რუსთაველის ძეგლის მიმდებარედ), ნებადართული სიჩქარეა 40 კმ/სთ;

4. რუსთავი – ნიკო ლომოურის ქუჩის N1-დან (შოთა რუსთაველის ძეგლის მიმდებარედ) თბილისი-წითელი ხიდის საავტომობილო გზის 21-ე კილომეტრისა და ნიკო ლომოურის ქუჩის კვეთამდე, ნებადართული სიჩქარეა 40 კმ/სთ;

5. რუსთავი – თბილისი-წითელი ხიდის საავტომობილო გზის 21-ე კილომეტრიდან თბილისი-წითელი ხიდის საავტომობილო გზის 22-ე კილომეტრამდე, ნებადართული სიჩქარეა 70 კმ/სთ;

6. რუსთავი – თბილისი-წითელი ხიდის საავტომობილო გზის 22-ე კილომეტრიდან თბილისი-წითელი ხიდის საავტომობილო გზის 21-ე კილომეტრამდე, ნებადართული სიჩქარეა 70 კმ/სთ. სიჩქარის სექციური კონტროლის სისტემით სულ, საქართველოს მასშტაბით, უკვე 982 კმ სიგრძის საავტომობილო გზა გაკონტროლდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g