Turkish Airlines (THY) სტამბოლი-თბილისი-სტამბოლის საჰაერო ხაზზე რეისების რაოდენობას, კვირაში, 21-დან 25-მდე ზრდის. ინფორმაციას „ავიანიუსი“ ავრცელებს, რომელიც წერს, რომ 2 იანვრიდან, არსებულ რეისებს კვირაში კიდევ 4 სიხშირე დაემატება.
„ახალი რეისები შესრულდება ორშაბათს, ოთხშაბათს, პარასკევს და კვირას. სტამბოლიდან რეისი 12:00 საათზე განხორციელდება, ხოლო თბილისიდან 16:15 საათზე“, – განმარტავენ Turkish Airlines-ში.
ცნობისთვის, 2 იანვრიდან, ცნობილი თურქული ავიაკომპანია 18 რეისს შეასრულებს აეროპორტ „სტამბოლიდან”, ხოლო 7 რეისს – საბიჰა გოგჩენის აეროპორტიდან.