LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში 13 ივნისის სიმბოლოდ ქცეული ბეჰემოთი „ბეგის” ძეგლი დაიდგმება

325

თბილისში, 13 ივნისის სიმბოლოდ ქცეული ბეჰემოთი ბეგის ძეგლი დაიდგმება და მოხალისეების სახელობის ჯილდო დაწესდება, – ამის შესახებ „მზიურის პარკში“ 13 ივნისის ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე დედაქალაქის მერის მოადგილემ სოფიო ხუნწარიამ განაცხადა.

ბეჰემოთის ძეგლის ავტორი ნიკუშა შენგელაია, ხოლო შემსრულებელი ლევან ვარდოსანიძე იქნება.

“13 ივნისის ტრაგედიის მეორე დღეს, მთელი მსოფლიო საუბრობდა ქუჩაში მოსეირნე ბეჰემოთზე, რომელიც სტიქიას გადაურჩა. შემდეგ „ბეგი“ ერთგვარ სიმბოლოდ იქცა ხელოვანების, მოხალისეების და ამიტომ, დედაქალაქის მერიამ გადაწყვიტა, რომ თბილისში დაიდგას ბეჰემოთ „ბეგის“ ძეგლი. ასევე, 2019 წლიდან ყოველ 13 ივნისს, იმ მოხალისეების სახელით, რომლებიც სტიქიას შიშველი ხელებით ებრძოდნენ, სხვა მოხალისეებს, რომლებიც თბილისზე მზრუნველნი იქნებიან, ჯილდო გადაეცეთ,“ – აღნიშნა სოფიო ხუნწარიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g