LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში, 26 წლის ბიჭის მკვლელობაზე დაკავებულს ბრალდება წარედგინა – განსასჯელს 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება

50
დაკავება

პროკურატურამ, თბილისში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

უწყების ცნობით, გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 30 ოქტომბერს, ქ. თბილისში, ვაზისუბნის მე-4 მ/რაიონის მიმდებარედ ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკებისას დაზარალებულს დანით სხეულის სხვადასხვა არეში ჭრილობები მიაყენა. მიღებული დაზიანების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა.

„დანით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა ნაცნობს“ – პოლიციამ მკვლელობისთვის 1 პირი დააკავა

სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს, 29 ოქტომბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით [განზრახ მკვლელობა] წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-იდან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს უკვე მიმართა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g