LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში 3D ეფექტით შექმნილი ნაქარგი სურათები იყიდება

270

ხელოვანი ნათია ხაინდრავა მომხმარებელს ჩარჩოში ჩასმულ ნაქარგ სურათებს სთავაზობს. როგორც მან ”ფორტუნა პლუსს” განუცხადა, სურათებს 3D ეფექტით ქმნის, რომ დამთვალიერებელმა სივრცის აღქმა შეძლოს.

მისივე ინფორმაციით, ნახატებს ძველ, თანამედროვე და ავანგარდულ სტილში ასრულებს, ქარგვისას კი მულინის ძაფს იყენებს, რომელიც დროს უძლებს და არ კარგავს ფორმას და ფერს.

”ჩემს ნახატებს დიზაინერები თავის ნამუშევრებშიც იყენებენ, ასევე ხშირად აფორმებენ სახლების ინტერიერსაც”, – განმარტა ნათია ხაინდრავამ.

მსურველებს ნახატების შეძენა ხელოვანის სახლში – პეტრე იბერის 4 ნომერში და შარდენის 3.5.5.-ში შეუძლიათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები