LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში 51-ე სკოლის 2 მოსწავლე დაჭრეს

27

თბილისში 51-ე სკოლის 2 მოსწავლე დაჭრეს. შემთხვევა ცოტა ხნის წინ ხორავას ქუჩაზე მოხდა. თვითმხილველების თქმით, დაჭრას წინ შელაპარაკება უძღოდა. შელაპარაკება ბავშვებს შორის 51-ე საჯარო სკოლასთან დაიწყო, რის გამოც სავარაუდოდ, მანდატურმა მათ შენიშვნა მისცა, რის შემდეგაც მათ ხორავას #4-ში გადაინაცვლეს და ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

ორივე დაჭრილი კლინიკაშია გადაყვანილი. ვრეცლდება ინფორმაცია, რომ მათი მდგომარეობა მძიმეა. ისინი, სავარაუდოდ, მე-11 კლასის მოსწავლეები არიან.

თვითმხილველის თქმით, დაპირისპირებაში 10-15-მდე მოსწავლე მონაწილეობდნენ.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g