LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში 81 წლის მამაკაცს ეძებენ

100
Untitled design (2)

უკვე მეორე დღეა თბილისში 81 წლის იური საფაროვს ეძებენ.

ინფორმაციას სოციალურ ქსელში მამაკაცის შვილი ავრცელებს:

„გუშინ დღის მეორე ნახევარში გავიდა სახლიდან და იმის შემდეგ არ გამოჩენილა, წინამძღვრიშვილის ქუჩაზე შეამჩნიეს ბოლოს, საბჭოს მოედნის ტერიტორიაზე.

თუ ვინმეს გეცნობათ, ან სადმე შეამჩნევთ, გთხოვთ, დამიკავშირდეთ – 555513235“.

როგორც „ფორტუნას“ ლეილა საფაროვამ განუცხადა, მამამისს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული განსაკუთრებული პრობლემები არ აქვს, მისივე თქმით, შსს-ში გუშინვე განაცხადეს და მას შესაბამისი უწყება ეძებს:

„სახლიდან გუშინ, დღის მეორე ნახევარში გავიდა და ამ დრომდე არ გამოჩენილა.

ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პრობლემები არ ჰქონია – არც მხედველობის, არც მეხსიერების პრობლემა, არც მედიკამენტებს იღებს. უბრალოდ, ცოტა ცუდად ესმოდა, ყურში აკლდა.

ჩემი მშობლები წინამძღვრიშვილზე ცხოვრობენ, დედა ჩემთან იყო გამოსული და საღამოს სახლში რომ მივიდა, აღარ დახვდა, თან მამას ტელეფონის ტარება არ უყვარს, არ წაუღია.

პოლიციაში განვაცხადეთ, ყველა უწყებაში იციან და ეძებენ. ბოლოს მეზობლებმა ნახეს შუადღეს, ამის შემდეგ აღარ გამოჩენილა“, – უთხრა ლეილა საფაროვამ „ფორტუნას“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g