თბილისში, ჯავახიშვილის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცს საკუთარ ავტომობილში ცეცხლი გაუხსნეს. დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.
როგორც “ინტერპრესნიუსს” შემთხვევის ადგილზე თვითმხილველებმა განუცხადეს, მამაკაცი ჯავახიშვილის ქუჩის მცხოვრები იყო. მათივე თქმით, ავტომობილს, რომელსაც მამაკაცი მართავდა, სხვა ავტომობილმა გზა გადაუჭრა, საიდანაც ცეცხლი გახსნეს.
სავარაუდოდ, მამაკაცს 4 ჭრილობა აქვს მიყენებული. თვითმხილველთა განცხადებით, დაჭრილი მამაკაცი ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა ის საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ჯავახიშვილის ქუჩაზე ამ წუთებში ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. გადაკეტილია გზა.
როგორც “ფორტუნას” შსს-დან აცნობეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე (გაზრახ მკვლელობა) და 236-ე მუხლებით( ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა) დაიწყო.
შსს-ში აცხადებენ, რომ ამ დროისთვის ინტენსიური სამძებრო გონისძიებები მიმდინარეობს.