თბილისში ახალი იტალიური რესტორანი ”სიცილია” გაიხსნა.
როგორც ”ფორტუნა პლუსთან” საუბრისას რესტორნის დირექტორმა, ტიტე მიქაძემ ისაუბრა, რესტორანი გათვლილია ნებისმიერი ფინანსური შესაძლებლობის ადამიანზე.
”ჩვენი ახალი იტალიური რესტორანი ელოდება ყველა იმ ადამიანს, ვისაც უყვარს იტალიური სამზარეულო”, – აღნიშნა დირექტორმა.
მისივე თქმით, სტუმრებს ემსახურება ქართველი მზარეული, რომელსაც იტალიაში კერძების მომზადების დიდი გამოცდილება აქვს.
რესტორანში 43 დასახელების იტალიური კერძი მზადდება, მათ შორის: პიცის მრავალი სახეობა, რომელთა ფასიც 12 ლარიდან იწყება, სიცილიური პიცის შეძენა 21 ლარადაა შესაძლებელი.
ამას გარდა, რესტორანში მისულ სტუმრებს იტალიური ღვინისა და ქართული ღვინის დიდი არჩევანი ელოდება.
დირექტორის თქმით, რესტორანმა უკვე თავი შეაყვარა ბევრ ადამიანს და ისინი ”სიცილიის” მუდმივი კლიენტები გახდნენ, რესტორანს როგორც ქართველები, ასევე ბევრი უცხოელი სტუმრობს.
რესტორან ”სიცილიის” მისამართია აღმაშენებლის N38. სამუშაო საათები 12:00-დან 00:00-მდე.