LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში ახალი ლაუნჯ-კლუბი NUMBER 13 გაიხსნა

331

თბილისში ახალი ლაუნჯ-კლუბი NUMBER 13 გაიხსნა. როგორც ”ფორტუნა პლუსს” NUMBER 13-ის პიარ მენეჯერმა მაკო ბურდულმა განუცხადა, ლაუნჯ-კლუბი მომხმარებელს სრულიად განსხვავებულ სერვისსა და მაღალი დონის მომსახურებას სთავაზობს.

მისივე ინფორმაციით, მომხმარებელს შეეძლება დააგემოვნოს სპეციალურად მიწვეული შეფ მზარეულის მიერ მომზადებული ევროპული კერძები. NUMBER 13-ში ხუთშაბათიდან კვირის ჩათვლით საღამოს ყველასთვის ცნობილი მუსიკოსები და DJ-ები გააფორმებენ. როგორც ბურდულმა აღნიშნა, ყოველ პარასკევს მისულ სტუმრებს საშუალება ექნებათ მოუსმინონ ცოცხალ მუსიკას ბენდ “ნიუტონის” შესრულებით, შაბათს კი სტუმრების განწყობაზე ელენე კალანდაძე იზრუნებს .

”ეს არის სრულიად ახალი სიტყვა ამ მიმართულებით. სპეციალურად შევარჩიეთ ისეთი ინტერიერი, რომელიც, ვფიქრობ მოსულ სტუმარს ჩვენს ერთგულ მომხმარებლად აქცევს. მაქსიმალურ ყურადღებას მივაქცევთ სტუმრების სეგმენტს, მათ მოუწევთ facecontrol-ის გავლა, შესაბამისად არასრულწლოვანი სტუმრები კლუბში შემოსვლას ვერ შეძლებენ”, – განმარტა ბურდულმა.

NUMBER 13-ი 13 თებერვალს გაიხსნა და მის გახსნას 150-მდე სტუმარი, ძირითადად ცნობადი სახეები, ტელეწამყვანები და VIP სტუმრები ესწრებოდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები