LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში ახალი მაღაზია ”Vintage Shop“ გაიხსნა

449

თბილისში ახალი, ვინტაჟური ტანსაცმლის მაღაზია გაიხსნა, რომელიც მომხმარებელს  70-იანი, 80-იანი და 90-იანი წლების ტანისამოსს სთავაზობს.

როგორც ”ფორტუნა პლუსთან” საუბრისას ”Vintage Shop“-ის მენეჯერმა განაცხადა, ეს არის მაღაზია, რომელიც მსურველებს მოდის შედარებით ადრეულ ხანაში დააბრუნებს.

მისივე თქმით, მაღაზიას უკვე ჰყავს ერთგული მომხმარებელი, რომლებიც, მენეჯერის თქმით, პირველ რიგში ფასებით არიან მოხიბლულნი.

რაც შეეხება ფასებს, სასურველი მოდელის შეძენა მაქსიმუმ 150 ლარად შეგიძლიათ.

მენეჯერმა ჩვენთან საუბარში აღნიშნა ისიც, რომ დიდი არჩევანია აქსესუარებზეც, რომელშიც შედის ქამრები და სხვადასხვა დიზაინის ქუდები.

”Vintage Shop”-ის პროდუქცია იტალიიდან ჩამოდის, მაღაზია დილის 12:00 საათიდან საღამოს 20:00 საათამდე მუშაობს. მისი მისამართია: დადიანის N20.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები