LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში “ალილოს” მსვლელობა გაიმართა

156
Untitled design (1)

თბილისში „ალილოს” საზეიმო მსვლელობა დასრულდა. „ალილოს” მონაწილეები რუსთაველის გამზირისა და ბარათაშვილის აღმართის გავლით სამების საკათედრო ტაძარში მივიდნენ, სადაც შობის პარაკლისი მიმდინარეობს.

სასულიერო პირები, მრევლი და მოქალაქეები ქალაქის ცენტრში, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დილიდან იკრიბებოდნენ, მსვლელობა კი 14:00 საათზე დაიწყო.

„ალილოს” მონაწილეებს თბილისის მერის მოადგილემ, პარლამენტის თავმჯდომარემ, დეპუტატებმა, საკრებულოს თავმჯდომარემ და საკრებულოს დეპუტატებმა, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა და საპატრიარქოს წარმომადგენლებმა საშობაო ნობათი გადასცეს.

„ალილოს“ მსვლელობის ტრადიცია 2000 წლიდან პატრიარქის ლოცვა-კურთხევით აღდგა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები