LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თბილისში აშშ-ის საელჩო არასდროს ჩართულა ლობირებაში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასარგებლოდ” – სახდეპი

173
BeFunky-collage - 2023-07-27T004854.288

„თბილისში აშშ-ის საელჩო არასდროს ჩართულა ლობირებაში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის სასარგებლოდ”, – აღნიშნულის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილემ, ვედანტ პატელმა განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე, რა შეიძლება იყოს საქართველოს სამთავრობო მედიებისა და ხელისუფლების მხრიდან აშშ-ის საელჩოსადმი ბრალდებების მიზეზი, პატელმა უპასუხა, რომ მათი პოზიცია მკაფიოა, აშშ-ის საელჩო არასდროს ჩართულა ლობირებაში.

„მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ თბილისში აშშ-ის საელჩო არასდროს ჩართულა ლობირებაში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის სასარგებლოდ”, – აცხადებს ვედანტ პატელი.

საელჩო: თბილისში აშშ-ის საელჩოში არავის მიუღია მონაწილეობა სააკაშვილის ლობირებაში და არც დახმარებია მის ლობისტებს რაიმე შეხვედრის დაგეგმვაში

„მარგველაშვილი ვინც არის, ყველამ კარგად იცის – როცა მას უთხრეს, რომ 10 500 დოლარი ჰქონდა აღებული სააკაშვილის ქომაგობაში, მხოლოდ ის თქვა, ამ თანხად როგორ გავიყიდებოდიო“ – კობახიძე

მარგველაშვილი: „მხიარული კომენტარია, რომ მე გავხდი მექრთამე და ფულის ამღები, პრინციპულად შეურაცხყოფილი ვარ პატარა თანხით – 11 500 დოლარით, ერთადერთი, რაც ემოციურად შემეხო, თანხის სიმცირე იყო“

 

magti 5g