თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სატვირთო ავტომობილის მძღოლი გარდაიცვალა -შემთხვევა დილით მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, სატვირთო ავტომობილი ხეს იუსტიციის სამინისტროს მიმდებარედ შეეჯახა.
როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.