თბილისში, ავტობუსის 60–მდე მოსაცდელ კონსტრუქციაზე, ავტობუსების მარშრტუბის სქემები განთავსდა.
ქართულ და ინგლისურენოვან სქემებზე დატანილია რუქა, რომელზეც მგზავრი გაჩერებიდან მარშრუტებსა და ავტობუსების ჩამონათვალს გაეცნობა.
როგორც “ფორტუნას” მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში განუცხადეს, გამარჯვებული კომპანია “ალმა+”, სამარშრუტო სქემებს, ყველა ახალ მოსაცდელზე დაამონტაჟებს.
“სქემების ერთობლივად დამონტაჟება ყველა მოსაცდელზე, ვერ მოხდა, რადგან, თითოეულ გაჩერებაზე ინდივიდუალური სქემაა გასაწერი”, – განაცხადეს სატრანსპორტო სამსახურში.
თბილისში ახლა 250-მდე ახალი მოსაცდელია. დედაქალაქში კიდევ დამატებით, 450 გაჩერების მოწყობა იგეგმება.
სამარშრუტო სქემები უკვე გამოჩნდა თბილისის მეტროპოლიტენის ვაგონებში, სადაც მითითებულია მეტროს გაჩერებები, სკვერები და თბილისი ღირსშესანიშნაობები. თბილისის გაჩერებების ნაწილზე ასევე, მუშაობს სპეციალური ტაბლოები, რომელზეც აღნიშნულია ავტობუსის მოსვლამდე დარჩენილი დრო.