გუშინ, გვიან ღამით, თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მსუბუქი ავტომობილი ფეხით მოსიარულე ახალგაზრდას შეეჯახა. შემთხვევა ერთ-ერთი რესტორნის წინ მოხდა. დაშავებული დაახლოებით 20 წლის ბიჭია, რომელიც სავარაუდოდ, ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა. მას “ჰონდას” მარკის ავტომობილი შეეჯახა.
შსს-ს ცნობით, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.