თბილისში, აღმაშენებლის ხეივანში, „მერსედესის“ მარკის ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა. როგორც თვითმხილველები ყვებიან, მანქანას ცეცხლი იმ დროს გაუჩნდა, როდესაც მძღოლი ავტომობილით გადაადგილდებოდა. მან მანქანიდან გადმოსვლა მოასწრო.საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ დაშავებულები არ არიან. ცეცხლის გაჩენის მიზეზი უცნობია.
