თბილისში, „ბაუჰაუსის“ ორი თანამშრომელი, გიორგი შალამბერიძე და ბაია ბერუაშვილი დაიკარგნენ. ამის შესახებ ინფორმაცია ბარის facebook-ის ოფიციალურ გვერდზე ვრცელდება.
ბარის ხელმძღვანელობის განცხადებით, მათი ადგილმდებარეობა ღამის 5 საათის შემდეგ უცნობია.
„გთხოვთ გაავრცელოთ.
ვეძებთ! გიორგი შალამბერიძეს და ბაია ბერუაშვილს. თუ ვინმემ უახლოესი 21 საათის განმავლობაში სადმე ნახეთ ეს ადამიანები გთხოვთ რომ გამოგვეხმაუროთ“,-ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.