LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში ბასტა რაიმსის კონცერტი გაიმართება

182
photo-collage.png (7)

13 დეკემბერს, თბილისში, Mono Hall-ის ორგანიზებით, ბატა რაიმსის გრანდიოზული კონცერტი გაიმართება. საკულტო ჰიპ ჰოპ არტისტი, რომელიც რეპის ე.წ. ,,ოქროს ერასთან” ასოცირდება, თავისი ქარიზმატული სტილითა და სიმღერების იუმორისტული ტექსტებით, დღემდე მელომანების გამორჩეულ შემსრულებლად რჩება.

ერთ-ერთი ყველაზე უნიკალური, განსხვავებული და მნიშვნელოვანი ფიგურა რეპის ისტორიაში, საქართველოს პირველად ესტუმრება.

კონცერტზე დასასწრები ბილეთების ფასი 110-დან 250 ლარამდე მერყეობს.

შეგახსენებთ, რომ ბასტა რაიმსის დებიუტი 1996 წელს ალბომით – The Coming შედგა. 90-იანი და 2000-იანი წლების განმავლობაში, მან რეპის ინდუსტრიაში ერთგვარი გადატრიალება მოახდინა. ის ,,გრემის” ისტორიაში ყველაზე ნომინირებული ისეთი არტისტია, რომელსაც ჯილდო არასდროს მიუღია.

ქართველი მსმენელისთვის რეპერის შემოქმედებიდან განუმეორებელ ჰიტად – I Know What You Want ითვლება, რომელიც 2003 წლით თარიღდება და მერაია ქერისთან და მის მიერ დაფუძნებულ კოლექტივთან – Flipmode Squad კოლაბორაციაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები